პარტიული განხეთქილების გასაჯაროვების შემდეგ ზურა ჯაფარიძე გირჩის მხარდამჭერების მსხვილ დახურულ ფეისბუქჯგუფში ხვიჩიასა და მეგრელიშვილის მიმართ შეთავაზებას აქვეყნებს, რომ მათ ყველაფერი დარჩეთ პარტიის სახელის და ვებგვერდის გარდა, ბიბლიური თავისუფლების, შემოსავლების და პორტალის ჩათვლით.
ჯაფარიძე წერს, რომ მსგავსი შეთავაზება გუშინ დილას უკვე გაუკეთა მეგრელიშვილსა და ხვიჩიას, თუმცა პასუხად ჯერ მიიღო რჩევა, რომ "დაოკებულიყო", შემდეგ კი მუქარა, რომ "განადგურდებოდა".
"ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია გირჩის ყველა რესურსზე. ვთვლით რომ სახელი ‘გირჩი’, ისევე როგორც გირჩის ფბ გვერდი, უნდა დარჩეს ჩვენთან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ერთიც და მეორეც გოგა ხაჩიძის შექმნილია გუშინ დილით მე მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან, და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი - ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ.
პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ ‘დავოკებულიყავი’ შემდეგ მუქარა რომ ‘გავნადგურდებოდი’ შემდეგ ეჭვი რომ შესაძლოა ‘სუსის კაცი’ ვიყო ბოლოს კი ისევ რჩევა რომ ჩემი ნებით წავსულიყავი გირჩიდან, რადგან სახელში უკვე მიწერია გირჩი და ეგ უნდა ვიმყოფინო ამ პასუხიდან გამომდინარე", - წერს ჯაფარიძე.
მან კიდევ ერთხელ გაუკეთა შეთავაზება აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს და გადაწყვეტილების მისაღებად ვადა მათ დღის ბოლომდე მისცა. ჯაფარიძე ასევე წერს, რომ პირდაპირი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ორივე საკითხზე ღია კენჭისყრა ჩატარდეს, გირჩის მხარდამჭერების მონაწილეობით.
ჯაფარიძე ამბობს, რომ კენჭისყრაში დამარცხების შემთხვევაში, მზად არის, რომ მარცხი აღიაროს და ყველაფრის კეთება არაფრიდან დაიწყოს.
"დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობ ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ მხოლოდ სახელსა და ფბ გვერდზე მეტიც, ვთავაზობთ რომ ეს საკითხი - ვის რჩება სახელი და ფბ გვერდი - გადაწყვიტოთ თქვენ, გირჩმა: ამ ჯგუფში მოწყობილი მარტივი პოლით ან პორტალზე ჯედებით კენჭისყრით ორივეს გაკეთება უმარტივესია ტექნიკური თვალსაზრისით პასუხი გვინდა დღის ბოლომდე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ორივე ტიპის კენჭისყრა შესაძლებელია გაკეთდეს ხვალვე თუ თქვენი გადაწყვეტილება იქნება მათ სასარგებლოდ, ჩვენ უარს ვიტყვით ყველაფერზე და დავიწყებთ ნულიდან ამისთვისაც სრული მზაობა გვაქვს", - წერს ჯაფარიძე.
მხარდამჭერებს კი გირჩის ლიდერი არწმუნებს, რომ პარტიის შიგნით ლიდერებს შორის არსებული დაპირისპირება არ ამოიწურება.
"ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს და ნუ წარმოიდგენთ თითქოს ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა და ახლა დალაპარაკებით განიმუხტება გუშინწინ საღამოს მე მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ჩაუყარა საფუძველი გირჩს, ვინც წლებია საკუთარი დრო, ენერგია და ცხოვრება ჩადო გირჩში", - წერს ჯაფარიძე.